კონტაქტი

/

გარანტია

მიცუბიშის ახალი ავტომობილის  საგარანტიო პირობები :

    • მიცუბიშის მარკის ავტომობილებზე საგარანტიო ვადა განისაზღვრება 3 წლით ან 100 000 კმ. გარბენით, რომელიც პირველი შესრულდება. (გარდა ლიმიტირებული საგარანტიო პირობებისა.)

გარანტია ვრცელდება  როგორც ძირითად აგრეგატებზე, ასევე სავალ ნაწილზეც, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა.

საგარანტიო პირობების დეტალური ჩამონათვალი და გამონაკლისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ ოფიციალური წარმომადგენლობისგან.

საგარანტიო ვადა იწყება ავტომობილის გაყვანის დღიდან  შემდეგი 3 წლის ვადით ან გარბენის ლიმიტის ამოწურვის შესაბამისად. ავტომობილის გაყიდვის ან გასხვისების შემდეგ საგარანტიო ვალდებულებები გადადის ავტომანქანის შემდეგ მფლობელზე.