6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
ზედა საფეხურების ოპტიმიზირებით, გაუმჯობესდა საწვავის ეკონომია და შემცირდა ძრავის ხმა. ხოლო, თუ გსურთ გქონდეთ სრული კონტროლი, სპორტული რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გადართოთ მაღალ ან დაბალ საფეხურზე ბერკეტის ერთი მოძრაობით, რაც მოგანიჭებთ მექანიკური კოლოფით მართვის მსგავს სიამოვნებას.
6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი
გაძლევთ სრულ კონტროლს სიმძლავრის მიწოდებაზე. გამძლე მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ახასიათებს სიჩქარეების უფრო იოლი, სასიამოვნო ცვლა, რაც მართვის გასამარტივებლად შერწყმულია მსუბუქ გადაბმულობასთან. გადაცემათა კოლოფში საფეხურების მაღალი რაოდენობა საწვავის ეფექტურობასაც აუმჯობესებს.
Mitsubishi-ის ახალი სახე
გამოკვეთილი ხაზები და თამამი ფორმები ძლიერი ხასიათის მაჩვენებელია. თანამედროვე, ელეგანტური და სპორტული კორპუსი გამოკვეთილია მტკიცე და დინამიკური წინა ნაწილით.
Dynamic Shield Design-ის კონცეფცია დამაჯერებლად გადმოსცემს იდეას მაღალი წარმადობისა და ძლიერი დაცულობის შეგრძნების შესახებ – როგორც მგზავრების, ასევე გამვლელებისთვის. Dynamic Shield Design-ის კონცეფცია თანმიმდევრულად ვითარდებოდა Mitsubishi-ს მოდელების სხვადასხვა თაობებში და ამჟამინდელი ვერსია ფუნქციის ფორმებში განსახიერების საუკეთესო ვერსიაა.
Off Road რეჟიმი
“ხრეში”, “ტალახის/თოვლი”, “ქვიშა”, “ქვა”* – გააუმჯობესეთ მოჭიდება გზის ზედაპირის შესაბამისი პარამეტრების არჩევით. უბრალოდ დააჭირეთ OFF ROAD MODE ღილაკს, სანამ მრავალფუნქციურ ეკრანზე შესაბამისი რეჟიმი არ გამოჩნდება. ძრავის სიმძლავრე, გადაცემათა კოლოფის პარამეტრები და სამუხრუჭე სისტემა შესაბამისად ერგება გზას ავტომობილის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის.
4 წამყვანთვლიანი რეჟიმი (4WD) მარტივად
გადართეთ 2 წამყვანთვლიანი რეჟიმიდან (2H) 4 წამყვანთვლიან რეჟიმზე 4WD (4H) მეტი მოჭიდებისთვის 100კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას. გაანაწილეთ მგრეხი მომენტი ოთხივე ბორბალზე მართვის სისტემის ამომრჩევ ციფერბლატზე ერთი თითის დაჭერით 4H ან 4L რეჟიმით, რაც უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის ქვედა სიჩქარეებში მუშობასა და მაღალ მგრეხ მომენტს უხეშ რელიეფზე დაბალი სიჩქარით მართვისათვის.
უკანა დიფერენციალის ბლოკირების სისტემა
უკანა დიფერენცილის ბლოკირება ამცირებს ბრუნვის განსხვავებას წინა და უკანა ბორბლებს შორის, რათა უზრუნველყოს უკეთესი მოჭიდება ქვიშაზე, ტალახსა და კლდოვან ზედაპირებზეც კი.
დაღმართის კონტროლი
HDC რეჟიმის არჩევისას მუხრუჭები ავტომატურად ირთვება, რათა შეინარჩუნოთ სასურველი სიჩქარე დაღმართზე დაშვებისას. ეს საშუალებას გაძლევთ მეტად კონცენტრირდეთ მართვაზე და უფრო უსაფრთხოდ გაიაროთ დაღმართი, მუხრუჭის მექანიკურად გამოყენების გარეშე.
უსაფრთხოების ბალიშების SRS სისტემა
შეჯახების შემთხვევაში, უსაფრთხოების ბალიშები შთანთქავენ დარტყმით ძალას და გიცავთ თქვენ და თქვენს მგზავრებს.
დაღმართის კონტროლი
HDC რეჟიმის არჩევისას მუხრუჭები ავტომატურად ირთვება, რათა შეინარჩუნოთ სასურველი სიჩქარე დაღმართზე დაშვებისას. ეს საშუალებას გაძლევთ მეტად კონცენტრირდეთ მართვაზე და უფრო უსაფრთხოდ გაიაროთ დაღმართი, მუხრუჭის მექანიკურად გამოყენების გარეშე.
უსაფრთხოების ბალიშების SRS სისტემა
შეჯახების შემთხვევაში, უსაფრთხოების ბალიშები შთანთქავენ დარტყმით ძალას და გიცავთ თქვენ და თქვენს მგზავრებს.
ფართო ღია სივრცეები
მრავალფუნქციური სატვირთო სივრცე
იმგზავრეთ კომფორტულად ორმაგ კაბინაში, რომელიც მის კლასთან შედარებით უფრო ფართო სივრცესა და მეტ ადგილს გთავაზობთ ფეხების კომფორტულად მოსათავსებლად. ერგონომიული დიზაინის, მაღალი ხარისხის სავარძლები გზას ყველა მგზავრისთვის უფრო სასიამოვნოს ხდის. სტრატეგიულად განლაგებული ხმის საიზოლაციო და ვიბრაციის მშთანთქავი მასალა ხელს უწყობს მშვიდ, კომფორტულ მგზავრობას. აქ ნახავთ ყველაფერს, რაც კომფორტული მოგზაურობისთვის გჭირდებათ, მათ შორის მოსახერხებელ შესანახ სივრცეებს.