Recall
რას ნიშნავს რეალურად რიქოლი და რატომ ხდება მისი გამოცხადება?
თუ ავტომწარმოებელი რამდენიმე ერთეულ მოდელში ერთმანეთის მსგავს გაუმართაობას აღმოაჩენს, ის დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის გარკვევას და თუ აღნიშნული გაუმართაობა გამოწვეულია რაიმე სახის ქარხნული დეფექტით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს რიქოლს, რაც გულისხმობს ანალოგიურ პერიოდში, იმავე ქარხანაში ან იმავე დეტალების გამოყენებით დამზადებული ყველა ავტომობილის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლებას, რათა გამოირიცხოს აღნიშნული გაუმართაობის სხვა ავტომობილებზე გაჩენის თუნდაც მცირეოდენი შანსი. შემოწმება მოხდება ადგილობრივ Mitsubishi-ს ოფიციალურ დისტრიბუტორ კომპანია შპს „კავკასუს მოტორსი“-ში. პირველ რიგში, Mitsubishi-ს ავტომობილის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ „რიქოლ-კამპანიის“ ფარგლებში ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ავტონაწილის შეცვლა, მათთვის სრულიად უფასოა. აღსანიშნავია, რომ ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა “სავარაუდო/შესაძლო”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში გაუმართაობის მხოლოდ თეორიული ალბათობა არსებობს და მწარმოებელი ცდილობს, დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგანაც კი.
როდესაც Mitsubishi-სგან მოხდება ოფიციალური მომართვა რიქოლის შესახებ შ.პ.ს. “კავკასუს მოტორსი “ დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას და გამოაქვეყნებს შესაბამის ინფორმაციას კომპანიის ვებ გვერდზე.
Mitsubishi-ს „რიქოლ-კამპანია“ ვერ გავრცელდება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, არამედ მხოლოდ შპს „კავკასუს მოტორსი“-ს მიერ გაყიდულ ავტომანქანებზე.