ტოკიოს საავტომობილო გამოფენაზე, რომელიც 4 ნოემბერს დასულდა MITSUBISHI MOTORS CORPORATION-მა ორი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი MI-TECH CONCEPT და SUPER HEIGHT K-WAGON CONCEPT წარმოადგინა.
ახალი კონცეპტუალური ავტომობილი MI-TECH CONCEPT შესანიშნავად პასუხობს მიცუბიში მოტორს კორპორაციის სლოგანს “Drive Your Ambition”. მცირე ზომის ელექტროფიცირებული SUV, მარტივი და კომფორტული სამართავია ნებისმიერ რელიეფზე. ამ კომპაქტურ ყველგანმავალში, სრულყოფილად არის გაერთიანებული 4WD სისტემა, მძღოლის დამხმარე სისტემები და უსაფრთხოების მაღალი ტექნოლოგიები. თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი და გადახდილი სახურავი, კიდევ უფრო ამძაფრებს პროგრესის შეგრძნებას.
SUPER HEIGHT K-WAGON CONCEPT მომავლის უნივერსალური ავტომობილია, რომელიც იმ მძღოლებისათვის შეიქმნა, რომელთაც მეტი ადგილი და გამორჩეულად დიდი სივრცე სურთ.
კომპანიის განცხადებით SUPER HEIGHT K-WAGON იაპონიაში ამ წლის ბოლოდან გამოჩნდება.



