ჟენევაში გამართულ რიგით 89 საერთაშორისო საავტომობილი გამოფენაზე, Mitsubish-მა ახალი კონცეპტუალური ავტომობილი Engelberg Tourer Concept წარადგინა. მოდელს სახელი შვეიცარიული სამთო-სათხილამურო კურორტის პატივსაცემად ეწოდა, რითაც ავტომობილის მაღალ გამავლობას გაესვა ხაზი.
ავტომობილი ახალიTwin Motor 4WD ელექტრო ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ევროპული WLTP( World Wide Harmonized Light Vehicle Test Procedure) სისტემაზე დაყრდნობით, Engelberg Tourer-ს 70 კილომეტრის გავლა მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარებით შეუძლია.
ახალი SUV-ს გააჩნია “Dendo Drive House” ტექნოლოგია ,რომელიც მოიცავს მზის პანელებს, ორმხრივ მიმართულებიან დამტენსა და სტაციონარული სახლის ბატარეას.
მზის პანელების საშუალებით, შესაძლებელია ავტომობილის ელექტრო ძრავის დატენვა, რაც არა მხოლოდ ფულის დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს ავტომობილის მფლობელს, არამედ ამცირებს ავტომობილის ემისიასაც. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კი, ავტომობილის ენერგიისა და სახლის სტაციონალური ბატარეების გამოყენებით შესაძლებელია სახლის ელექტროფიცირებაც. აღნიშნული სისტემის გავითარება იაპონიაში 2011 წლიდან ცუნამის დარტყმის შემდეგ გახდა აქტუალური.