Plug-in ჰიბრიდი ახალი სტანდარტით

Outlander PHEV აღჭურვილია თანამედროვე Plug-in ჰიბრიდული სისტემით, რომელიც ოპტიმალურად ანაწილებს ენერგიას ელექტრო და ბენზინის ძრავებს შორის.

$

 116,100

- დან

შესანიშნავი 4WD ტექნოლოგია

S-AWC ნებისმიერ საგზაო სიტუაციაში სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. ეს მუდმივი 4 წამყვანი თვლის სისტემა თითოეულ ბორბალზე ელექტრონულად არეგულირებს მამოძრავებელ და სამუხრუჭე ძალას აჩქარების, მოხვევის ან დამუხრუჭებისას. შედეგად, უმჯობესდება მართვის შესაძლებლობები და იზრდება სტაბილურობა ნებისმიერ პირობებში.

მგრეხი მომენტის სიგრძივი განაწილება

S-AWC-ის ეს ნაწილი არეგულირებს მგრეხი მომენტის განაწილებას წინა და უკანა ბორბალს შორის, აძლიერებს საბურავების ხახუნის ძალას მეტი მოჭიდებისათვის და უკეთ მოსახვევად.

მეტი თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე

4 წამყვანთვლიან (4WD) OUTLANDER-ს 6 სხვადასხვა რეჟიმი აქვს, ხოლო 2 წამყვანთვლიან (2WD) მოდელს – 5. ყოველი მათგანი შექმნილია კონკრეტული საგზაო სიტუაციისთვის. უბრალოდ დაატრიალეთ ელექტრონული ბერკეტი მანამ, სანამ მულტი-საინფორმაციო დისპლეიზე სასურველი რეჟიმი არ გაჩნდება. სრულად ახალი შასი გამოიყენეთ სვლის სხვადასხვა რეჟიმი ნებისმიერ საგზაო პირობებში, ტარების ნებისმიერი სტილისათვის.

უკეთესი მართვა და მეტი კომფორტი

დაღმართზე სვლის კონტროლიკიდევ უფრო მეტი სიმშვიდე დაღმართში სვლისას დაღმართში სვლის კონტროლის ფუნქცია, ავტომატურად ააქტიურებს მუხრუჭებს და ინარჩუნებს სიჩქარეს დაღმართში მოძრაობისას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მეტად კონცენტრირდეთ საჭეზე და არ იფიქროთ დამუხრუჭებაზე. უახლეს Mitsubishi Outlander-ს დაკიდების გაუმჯობესებული სისტემა აქვს. ალუმინის მაღალი სიმტკიცის საბრუნი მუშტები წინა და უკანა მხარეებზე და საჭესამართის ალუმინის საკიდარი მართვის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებსა და მეტ კომფორტს უზრუნველყოფს.

შეარჩიეთ მანქანის ფერი

შეთავაზების მიღება

ტესტ-დრაივის დაჯავშნა