მიცუბიშის L200-ი Parkers.co.uk-ის გუნდმა სხვა კონკურენტ ბრენდებთან ერთად გამოსცადა.
შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ავტომობილის ყოველთვიური ხარჯი, ღირებულება, ხარისხი, სანდოობა და მიზნობრიობა. ჯილდო კი განკუთვნილია ყველა საბაზრო სექტორში გამორჩეული ავტომობილისათვის.
როგორც Parkers- ის რედაქტორმა კეიტ ადამმა განაცხადა: “Mitsubishi-ის მოგება კარგია საერთო წარმატებისთვის. პიკაპის მძღოლები ეძებენ ისეთ ავტომობილს, რომელის ღირებულება და ხარისხი მათ მიზანს ემთხვევა. L200-ი კი მათ ორივეს ერთად სთავაზობს“.
“ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საუკეთესო პიკაპის წოდება ბაზარზე L200-ს მიენიჭა. ჩვენი მომხმარებლები L200-ის შესაძლებლობებს კვლავაც აღიარებენ, როგორც სამუშაო, ასევე დასვენების მიზნით“ -განაცხადა Mitsubishi მოტორსის დირექტორმა დიდ ბრიტანეთში Rob Lindley-მ.